Tuesday, July 17, 2018

ტრენინგის მე-9 დღე

 დავასრულე პროექტი, გამოვაქვეყნე ჩემს ბლოგზე;
ტრენინგის მონაწილეებს გავაცანი მომზადებული მასალები.
საინტერესო და შრომატევადი სამუშაო ჩავატარეთ;
დიდი მადლობა ყველას ასეთი კარგი ტრენინგის ორგანიზებისათვის.

Thursday, July 12, 2018

ტრენინგის მეშვიდე დღე

დღეს  განვიხილეთ  მოსწავლეთა  საჭიროებების  გათვალისწინების  ხერხები  და  მეთ  განვიხილეთ  მოსწავლეთა  საჭიროებების  გათვალისწინების  ხერხები  და  მეთოდები.  ვიმუშავეთ ფასილიტაციის  მასალების  მომზადებაზე. დღე იყო  ნაყოფიერი  და  საინტერესო. 

Tuesday, July 10, 2018

ტრენინგის მეექვსე დღე

გავეცანით მოსწავლის სავარაუდო ნაშრომს, ჩემი პროექტისათვის შევქმენი მსგავსი ნაშრომი.ჩამოვაყალიბეთ შეფასების კრიტერიუმები.

მოსწავლის სავარაუდო ნამუშევარი


Saturday, July 7, 2018

ტრენინგის მეხუთე დღე

ტრენინგის მე-5 დღეს შევისწავლეთ და განვიხილეთ საავტორო უფლებების კანონმდებლობა და სამართლიანი გამოყენების წესები.
 ვიმუშავეთ ინტერნეტიდან ინფორმაციებისა და სურათების გადმოტვირთვაზე მოსწავლის სავარაუდო ნამუშევრისთვის. 
საკუთარ ბლოგზე გამოვაქვეყნეთ პორტფოლიოს პრეზენტაცია.

Thursday, July 5, 2018

ტრენინგის მეოთხე დღე

 გავეცანით შეფასების მიდგომებსა და კრიტერიუმებს,  მოვამზადეთ სასწავლო პროექტის პორტფოლიოს პრეზენტაცია  და   ავტვირთე  ჩემს  ბლოგზე. გავაცანი  მეგობრებს გავიზიარე მათი  შენიშვნები . ასევე,გავეცანე მეგობრების  პრეზენტაციებს  დაგავაკეთე  კომენტარი.

სასწავლო პროექტის პორტფოლიოს პრეზენტაცია


Tuesday, July 3, 2018

ტრენინგის მესამე დღე

 ტრენინგის მესამე დღე დავუთმეთ საკვანძო შეკითხვების შინაარსობრივი მხარის გარკვევას, სტანდარტების ,მიზნებისა და შედეგების გათვალისწინებასა და კონკრეტულ პროექტთან შესაბამებას.

Saturday, June 30, 2018

ტრენინგის მეორე დღე

ტრენინგის მეორე დღეს ვისაუბრეთ პუბლიკაციის დანიშნულებაზე სასწავლო პროცესში,ავირჩიეთ თემები,დავიწყეთ მუშაობა პროექტის გეგმაზე. ინტერნეტიდან გადმოვტვირთეთ სასურველი სურათები და შევქმენით საინფორმაციო ბუკლეტი მშობელთათვის. 

Thursday, June 28, 2018

ტრენინგის პირველი დღე

ტრნინგის პირველ დღეს გავეცანი: 
 ა)   როგორ შეიძლება გამოვიყენო ტექნოლოგიები ყველაზე ეფექტურად სწავლების პროცესის ხელშეწყობისა და მოსწავლეთა სწავლის შესაფასებლად.
ბ)   როგორ დავეხმარო პროექტებით ჩემს მოსწავლეებს სასწავლო სტანდარტის მიღწევასა და 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების განვითარებაში. 
გ)   როგორ გამოვიყენოთ პროექტები სწავლის პროცესის გაუმჯობესებისთვის.
დ)  ინტელის ძირითადი კურსის მიზნებსა და მოლოდინებს. 
ე)   პროექტის დაგეგმვისა და პროექტების სწავლების დანერგვის მიდგომას. 
შევქმენი ახალი ბლოგი და გამოვაქვეყნე რეფლექსია.